გაკვეთილის თემა
|
„ვირის ჭკუა“(ი.იოსელიანი)
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
დაწყებითი,III კლასი
|
საგნის დასახელება,
მასწავლებლის სახელი და გვარი. |
ქართული
ნაირა ჯინისიან
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
15 მოსწავლე
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები(საგნის მიხედვით)
|
-ლიტერატურული ზღაპრის კითხვა და ანალიზი;
-კითხვის მარტივი სტრატეგიების დაუფლება;
-ლიტერატურული პერსონაჟების მარტივი დახასიათება;
-გაბმული თხრობის ჩვევის გამომუშავება, საკუთარი აზრის
დასაბუთება;
-ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
-პუნქტუალური ჩვევების ფორმირება.
|
წინაპირობები
|
მოსწავლეები უნდა ერკვეოდნენ შინაურ ცხოველებში,უნდა
იცოდნენ მათი ზნე-ჩვეულებანი და მათი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.
|
აქტივობები
|
-მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ლიტერატურულ ზღაპარს,
აკვირდება იმ მსგავსებასა და განსხვავებას რაც ლიტერატურულ და ხალხურ ზღაპარს შორის
არსებობს.
-ყოფს ტექსტს ცალკეულ მონაკვეთებად და ადგენს გეგმას;
-გადმოსცემს წაკითხულის შინაარს;
-მარტივად ახასიათებს ლიტერატურულ პერსონაჟებს;
-წერს;
-ვარჯიშობს პუნქტუაციაში;
-ეცნობა ახალ სასვენ ნიშანს(ბრჭყალებს) და მისი გამოყენების
მარტივ შემთხვევებს.
|
გაკვეთილის
თანმიმდევრობა
|
თავდაპირველად, მოსწავლეებს ვკითხავ თუ რა ჰქონდათ
გაკვეთილად, შემდეგ ვთხოვ, რომ წიგნები დახურონ და მოემზადონ მოთხრობის მოყოლისათვის.
გაკვეთილს გამოვკითხავ დაახლოებით 7-8 მოსწავლეს.შევეცდები დანარჩენი მოსწავლეები
კითხვების საშუალებით შევამოწმო.კითხვები შეიძლება იყოს შემდეგნაირი:
-როდის ოჩნობდა ვირი?
-როგორ იცნო პატრონმა თავისი ვირი?
-რა ბედი ეწია ოჩან ვირს?
-რატომ გააგდო პატრონმა ვირი?
ტექსტის
ანალიზის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ რომ მიპასუხონ, თუ რომელ ლიტერატურულ ჟანრს ეკუთვნის
აღნიშნული მოთხრობა?.რა აზრია ჩადებული? და ა.შ
შემდეგ
ვთხოვ, რომ დაახასიათონ პერსონაჟები და თავიანთი მოსაზრებები დაასაბუთონ. ვუმოწმებ
დავალებას.ზღაპრის მიხედვით უნდა დაეწერათ ,,ვირის ჭკუა“. შემდეგ ვამუშავებ აქტივობის
რვეულებში, დავუსვამ კითხვას, თუ რა ანდაზა გაახსენდათ ზღაპრის კითხვისას და ვთხოვ რომ თავიანთ მიერ გახსენებული
ანდაზები ჩაწერონ აქტივობის რვეულებში.
შემდეგ
ავუხსნი ბრჭყალების მნიშვნელობას. ვთხოვ რომ დააკვირდნენ წინადადებებს, მაგ.: ჭაბუა
ამირეჯიბმა დაწერა ზღაპარი ,,ჭიამაია და ბოროტი კაცი“.ოტია იოსელიანმა კი-ზრაპარი
,,ვირის ჭკუა“.-ამ წინადადებებში რომელი სიტყვებია ჩასმული ბრჭყალებში(„ ’’)?როგორ
ფიქრობთ რატომ არის ჩასმული ეს სიტყვები ბრჭყალებში? მოსწავლეების მიერ გამოთქმული
მოსაზრებების შემდეგ, ვთხოვ რომ მომისმინონ და კარგად დაიმახსოვრონ წესი. ბრჭყალებში
ჩაისმის წინადადებაში მოცემული ნაწარმოებების სახელწოდებანი.შემდეგ ვთხოვ, რომ თვითონ
მოიფიქრონ ისეთი წინადადებები, რომლებშიც სიტყვა ბრჭყალებშია ჩასმული. აქედან დავასკვნი რამდენად
კარგად გაიგეს ახალი მასალა.ამის შემდეგ, საშინაო დავალებად მივცემ წინადადებებს
აქტივობის რვეულიდან, სადაც, სათანადო სიტყვა უნდა ჩასვან ბრჭყალებში.
|
Friday, May 24, 2013
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)