Friday, May 24, 2013

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
„ვირის ჭკუა“(ი.იოსელიანი)
სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი,III კლასი
საგნის დასახელება,
მასწავლებლის სახელი და გვარი.
ქართული
ნაირა ჯინისიან
მოსწავლეთა რაოდენობა
15 მოსწავლე
გაკვეთილის სასწავლო მიზნები(საგნის მიხედვით)
-ლიტერატურული ზღაპრის კითხვა და ანალიზი;
-კითხვის მარტივი სტრატეგიების დაუფლება;
-ლიტერატურული პერსონაჟების მარტივი დახასიათება;
-გაბმული თხრობის ჩვევის გამომუშავება, საკუთარი აზრის დასაბუთება;
-ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
-პუნქტუალური ჩვევების ფორმირება.
წინაპირობები
მოსწავლეები უნდა ერკვეოდნენ შინაურ ცხოველებში,უნდა იცოდნენ მათი ზნე-ჩვეულებანი და მათი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.
აქტივობები
-მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ლიტერატურულ ზღაპარს, აკვირდება იმ მსგავსებასა და განსხვავებას რაც ლიტერატურულ და ხალხურ ზღაპარს შორის არსებობს.
-ყოფს ტექსტს ცალკეულ მონაკვეთებად და ადგენს გეგმას;
-გადმოსცემს წაკითხულის შინაარს;
-მარტივად ახასიათებს ლიტერატურულ პერსონაჟებს;
-წერს;
-ვარჯიშობს პუნქტუაციაში;
-ეცნობა ახალ სასვენ ნიშანს(ბრჭყალებს) და მისი გამოყენების მარტივ შემთხვევებს.
 




 გაკვეთილის თანმიმდევრობა

თავდაპირველად, მოსწავლეებს ვკითხავ თუ რა ჰქონდათ გაკვეთილად, შემდეგ ვთხოვ, რომ წიგნები დახურონ და მოემზადონ მოთხრობის მოყოლისათვის. გაკვეთილს გამოვკითხავ დაახლოებით 7-8 მოსწავლეს.შევეცდები დანარჩენი მოსწავლეები კითხვების საშუალებით შევამოწმო.კითხვები შეიძლება იყოს შემდეგნაირი:
-როდის ოჩნობდა ვირი?
-როგორ იცნო პატრონმა თავისი ვირი?
-რა ბედი ეწია ოჩან ვირს?
-რატომ გააგდო პატრონმა ვირი?
      ტექსტის ანალიზის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ რომ მიპასუხონ, თუ რომელ ლიტერატურულ ჟანრს ეკუთვნის აღნიშნული მოთხრობა?.რა აზრია ჩადებული? და ა.შ
       შემდეგ ვთხოვ, რომ დაახასიათონ პერსონაჟები და თავიანთი მოსაზრებები დაასაბუთონ. ვუმოწმებ დავალებას.ზღაპრის მიხედვით უნდა დაეწერათ ,,ვირის ჭკუა“. შემდეგ ვამუშავებ აქტივობის რვეულებში, დავუსვამ კითხვას, თუ რა ანდაზა გაახსენდათ ზღაპრის  კითხვისას და ვთხოვ რომ თავიანთ მიერ გახსენებული ანდაზები ჩაწერონ აქტივობის რვეულებში.
     შემდეგ ავუხსნი ბრჭყალების მნიშვნელობას. ვთხოვ რომ დააკვირდნენ წინადადებებს, მაგ.: ჭაბუა ამირეჯიბმა დაწერა ზღაპარი ,,ჭიამაია და ბოროტი კაცი“.ოტია იოსელიანმა კი-ზრაპარი ,,ვირის ჭკუა“.-ამ წინადადებებში რომელი სიტყვებია ჩასმული ბრჭყალებში(„ ’’)?როგორ ფიქრობთ რატომ არის ჩასმული ეს სიტყვები ბრჭყალებში? მოსწავლეების მიერ გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ, ვთხოვ რომ მომისმინონ და კარგად დაიმახსოვრონ წესი. ბრჭყალებში ჩაისმის წინადადებაში მოცემული ნაწარმოებების სახელწოდებანი.შემდეგ ვთხოვ, რომ თვითონ მოიფიქრონ ისეთი წინადადებები, რომლებშიც სიტყვა  ბრჭყალებშია ჩასმული. აქედან დავასკვნი რამდენად კარგად გაიგეს ახალი მასალა.ამის შემდეგ, საშინაო დავალებად მივცემ წინადადებებს აქტივობის რვეულიდან, სადაც, სათანადო სიტყვა უნდა ჩასვან ბრჭყალებში.

Thursday, October 25, 2012

პრეზენტაცია

სასწავლო პროექტი



პროექტი

1.    პროექტის სახელწოდება: ქართული ენის სწავლება არაქართულენოვან სკოლაში;
2.    პროექტის მთავარი იდეა: ქართული როგორც სახელმწფიო ენის სწავლება;
3.    პროექტის აქტუალობა: პროექტი ძალიან აქტუალურია, რადგან ყველა საქართველოში მცხოვრები მოქალაქე უნდა იცოდეს თავისი სახელმწიფო ენა და სახელმწიფოც აქტუალურად არის ჩართული ამ პროცესში.
4.    პროექტის მიზნები: საქართველოში მდებარე ყველა არქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, როგორც ქართულ ენას ასევე საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერს, რაც მათ დაეხმარება საქართველოში ნებისმიერ მიმართულებით  ადვილად გადაადგილებისასა და ქართველებთან ურთიერთობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
5.    მონაწილეთა ასაკი: 7-16 წ.
6.    ვადები/ ხანგრძლივობა:  9-თვე
7.    მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაცშეიძლება შეიქმნას: ქართული ენის საფუძვლიანად სწავლა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.
8.    პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქართული ენის ოთახი,აღჭურვილი ქართული ლიტერატურით,ქართველი დიდი მწერლების და მეფეების სურათები,ბიოგრაფები.სხვადასხვა პლაკატები ქართულ ენაზე,  ქართულ ტრადიციაზე და კულტურაზე სხვადასხვა ინფორმაციები,ქართული ხალხური ზღაპრების კრებული,სულხან-საბა ორბელიანის  აღმზრდელობითი მნიშვნელობის იგავ-არაკების კრებული,ისტ-ი,ასევე შეიძლება ექსკურსიების ორგანიზება ქართულ ისტორიულ ადგილებზე.
9.    პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები შედიან ყოველდღიურად ქართული ენის ოთახში,გაეცნობიან ქართულ ისტორიას,მაგ. თუ ვინ იყო საქართველოს პირველი მეფე,როდის რომელ საუკუნეში მოუპოვება ქართული ენის უტყუარი წერილობითი ძეგლები, რომელია ამათგან დღემდე შენახული,რომელ დიდ მწერლებს აქვთ დიდი ღვაძლი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში.ვინ არის დედა ენის ავტორი და ა.შ..მოსწავლეები გაიცნობიან საქართველოს დიდ მეფეებს,სულხან -საბა ორბელიანის აღმზრდელობითი მნიშვნელობის იგავ-არაკებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების სწორი გზით აღზრდაში.მოსწავლეებს გავაცნობთ ასევე ქართულ ანბანს,როგორ იყო უძველეს დროში რა ცვლილებები განიცადა,რა მსგავსება და განსხვავება არსებობს ქართულ და ჩვენს შემთხვევაში სომხურ ანბანს შორის.ასევე გავაცნობთ ქართულ ტრადიციას, წეს ჩვეულებებს, თუ რა უქმე დღეები აქვთ,როგორ ატარებენ და ა. შ.. ექსკურსიის საშუალები უფრო ნათელი და გასაგები იქნება ეს ყველაფერი. ისტ-ის საშუალებით დავავალებთ, რომ მოიძიონ ამა თუ იმ იმფორმაციას ან მასალას,შემდეგ თვითონ უნდა მოიძიონ და წაიკითხონ ან გადაწერონ ისტ-დან რვეულებში მათვის საინტერესო ინფორმაცია.
        ამ გზით სწავლა უფრო დიდ ინტერესს მოუტანს მოსწავლეებს ზოგადად საქართველოს და ქართული კულტურის,ტრადიციების და ასევე ენის მიმართ.მოსწავლეებში აუმაღლდება მოტივაცია ქართული ენის სწავლასის მიმართ.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული ენა,ქართული ლიტერატურა,საქართველოს ისტორია.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნაირა ჯინისიან
12. ხელმძღვანელის ელ ფოსტა: nairjinisian@gmail.com